ახალი ამბები

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა მომავალი სტუდენტებისთვის საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინეს.


ღონისძიებაში მონაწილეობდა სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა". კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა და კოლეჯის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლის შესაძლებლობები და უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს.


ღია კარის დღის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამების შესახებ და უკეთ გაცნობოდნენ პროფესიული განათლების მიმართულებებს, რაც მათ დაეხმარება გააკეთონ სწორი არჩევანი მომავალი პროფესიის განსაზღვრისას.



გალერეა