
პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე — „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“.
კონფერენციას მასპინძლობენ სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ და კოლეჯი "ბლექსი“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების მიმართულებით მომუშავე უმაღლესი სასწავლებლები და საერთაშორისო სტუმრები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან.
კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მოსაზრებები და თანამედროვე გამოწვევებზე დაფუძნებული ხედვები.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გალერეა