
2026-10-03
საშემოდგომო რეგისტრაციის ფარგლებში, სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ადმინისტრაციის წევრები და პროფესიული განათლების მასწავლებლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, სარესტორნო და კვების ობიექტებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრების მთავარი მიზანი პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული პროგრამების გაცნობა და მათი მომავალი პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა იყო.
ჩვენ გვჯერა, რომ სწორი პროფესიული არჩევანი წარმატებული მომავლის მნიშვნელოვანი ნაბიჯია — თქვენი წარმატება, ჩვენი მისიაა!
გალერეა