
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ღონისძიების — „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული - "ახალი ტალღის“ სტუდენტები ვალგაში, ესტონეთში, ერთ თვიან სასწავლო კურსს გადიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ახალი ტალღის“ დელეგაციის წევრები და კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე Valgamaa Kutseõppekeskus-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე გაცვლითი პროგრამის შედეგები შეაფასეს, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სტუდენტებისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნის მიმართულებებზე იმსჯელეს.
პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნონ ევროპული პროფესიული განათლების პრაქტიკას და განივითარონ პროფესიული უნარები.
„ახალი ტალღა“ აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და პროფესიული სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
გალერეა