
მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ათასწლეულის ფონდი-ის ორგანიზებით გაიმართა "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს" დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ 2025 წლის გამარჯვებულები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის ნომინაციაში საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი მიენიჭა კოლეჯს "ახალი ტალღა". აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს კოლეჯის მიერ ინკლუზიური და ხელმისაწვდომი პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ შეფასებას.
"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" 2017 წლიდან ტარდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
კონკურსის მხარდამჭერები არიან:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
- პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia
- საქართველოში ისრაელის საელჩო
- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
მადლობა კონკურსის ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს პროფესიული განათლების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის!
გალერეა