ახალი ამბები

საჯარო კითხვის დღე კოლეჯში "ახალი ტალღა"

დღეს კოლეჯში "ახალი ტალღა" გაიმართა საჯარო კითხვის დღე - "იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო"!

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საჯაროდ წაიკითხეს აკაკი წერეთლის უკვდავი ნაწარმოები "გამზრდელი".

პროფესიული პროგრამა - ფრონტ-ენდ დეველოპმენტის სტუდენტმა, ნიკა გუნთაიშვილმა კოლეჯის საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი ნამუშევარი, ელექტრონული წიგნი - "გამზრდელი", რომელიც საჩუქრად გადასცა კოლეჯის ბიბლიოთეკას.

ღონისძიება შეაჯამა კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა დავით მჭედლიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს ესაუბრა წიგნის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ პერსპექტივებზე.

დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ლიტერატურა არ არის მხოლოდ წარსული - ის ცოცხლობს ხმაში, ეკრანზე და ჩვენს ფიქრებში.

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და სტუმრებს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.



გალერეა