
მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, კოლეჯის „ახალი ტალღა“ პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ ქობულეთის დაცული ტერიტორიების საგამოფენო დარბაზში.
სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების შესახებ.
პრეზენტაციები წარმოადგინეს:
სატყეო საქმის პროფესიულმა სტუდენტმა - სოფიო თხილაიშვილმა.
სატყეო საქმის პროფესიულმა მასწავლებელმა - გიორგი ნემსაძემ.
თებერვლის პირველი კვირა გამოცხადებულია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო კვირეულად. ჭარბტენიანი ტერიტორიები გაერთიანებულია რამსარის კონვენციაში, რომელიც მიზნად ისახავს ამ უნიკალური ეკოსისტემების დაცვას. საქართველოში სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა:
• ქობულეთის დაცული ტერიტორიები;
• კოლხეთის დაცული ტერიტორიები;
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე მონაწილეობდნენ ეკო-ტურში, სადაც მოინახულეს უნიკალური ბუნებრივი ძეგლი - "ისპანის ტორფნარი". ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.
გალერეა