
2026-06-19
ახალი გამოწვევა, ახალი გუნდი, ახალი შესაძლებლობები - უკონტაქტო რაგბი "ახალ ტალღაში"
სსიპ კოლეჯში "ახალ ტალღა" გაიმართა შეხვედრა საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის წარმომადგენლებთან.
სტუდენტები გაეცნენ უკონტაქტო რაგბის სპეციფიკას, მის უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ "ახალი ტალღა" ერთ-ერთი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ეს ინიციატივა ხორციელდება.
სამომავლოდ იგეგმება გუნდების ჩამოყალიბება და სხვადასხვა სპორტული აქტივობის განხორციელება. წინ საინტერესო სიახლეები გველოდება!
გალერეა