ახალი ამბები

სტუმრად რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში "სერაფიმი"

სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში "სერაფიმი", სადაც ცენტრის დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღინიშნა.

კოლეჯის სახელით და პირადად დირექტორისგან ცენტრის გუნდს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და გულითადი მილოცვა, წარმატებისა და კიდევ მრავალი ნაყოფიერი წლის სურვილებით.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ცენტრი "სერაფიმი" ჩვენი კოლეჯის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ცენტრში საქმიანობენ ჩვენი მასაჟის თერაპიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებლები.



გალერეა