ახალი ამბები

მოპოვებული გრანტი თემაზე - "შეიცვალე წარმოდგენა ჭაობზე"

სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" სატყეო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა" და მოიპოვა გრანტი შემდეგ წარდგენილ თემაზე - "შეიცვალე წარმოდგენა ჭაობზე".

პროექტის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაცია სტუდენტმა ასევე წარადგინა კოლეჯში, სადაც მას გაეცნენ კოლეჯის დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული განათლების მასწავლებლები.

პრეზენტაციამ წარმოაჩინა ჭაობების ეკოლოგიური მნიშვნელობა, მათი როლი გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, რაც განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესო თემაა.



გალერეა