
2026-30-04
სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" უმასპინძლა ესტონეთის ვალგას პროფესიული განათლების ცენტრის კულინარიის მიმართულების წარმომადგენლებს — 1 მასწავლებელს, 5 სტუდენტსა და კოსმოს კოლეჯიდან მოწვეულ კონდიტერს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული მასტერკლასები, რომლებიც სტუმრებმა ჩაუტარეს ჩვენს სტუდენტებს — რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდა.
ასევე, სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცნენ სასწავლო გარემოს და მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო ტურში, სადაც დეტალურად გაეცნენ კოლეჯის საქმიანობასა და პროფესიულ პროგრამებს.
ვიზიტის დასასრულს კი მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები.
გალერეა