ახალი ამბები

პროფესიული გადამზადების პროგრამის გასაუბრების ეტაპი წარმატებით დასრულდა

სსიპ კოლეჯსა "ახალი ტალღა" და აჭარის დასაქმების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული გადამზადების პროგრამის გასაუბრების ეტაპი წარმატებით დასრულდა.

შერჩეული მონაწილეები გადამზადებას გაივლიან შემდეგ მიმართულებებში:

კულინარია (ზღვის პროდუქტების ტექნოლოგია);

ელექტროობა;

მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი.

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ თანამედროვე პროფესიულ ცოდნას, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სპეციალიზებულ გარემოში და კურსის დასრულების შემდეგ მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს.

სწავლა განხორციელდება ქობულეთში.



გალერეა