
2026-30-04
სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" უმასპინძლა ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის ავტომობილის ტექნიკური მომსახურების პროგრამის სტუდენტებსა და პროფესიულ მასწავლებელს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ გაკვეთილებში, რომელსაც ჩვენი კოლეჯის ავტოდიაგნოსტიკის პროფესიული მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა. ასევე, მათთვის ორგანიზებული იყო კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიები.
სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის სტუმრებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და მომავალშიც წარმატებულ საერთაშორისო პარტნიორობას უსურვებს.
გალერეა