
2026-04-26
სსიპ კოლეჯში "ახალ ტალღა" გაიმართა შპს "ნიკორა ტრეიდის" მასობრივი გასაუბრება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
სტუდენტებს დეტალურად გააცნეს კომპანიაში არსებული ვაკანსიები, სამუშაო პირობები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები, ასევე ისაუბრეს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე.
მონაწილეებს ჰქონდათ უშუალო გასაუბრების გავლის შესაძლებლობა. კოლეჯი აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
გალერეა