ახალი ამბები

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების ფესტივალი გაიმართა

დღეს სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" სტუმრობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ბამბუკების ფესტივალს.

ჩვენმა პროფესიონალმა მზარეულებმა, კონდიტერებმა და ბარმენებმა, სტუდენტებთან ერთად, შექმნეს განსაკუთრებული მენიუ — ბამბუკისგან დამზადებული უნიკალური კერძები, დესერტები და სასმელები, რომლებმაც ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

თუ შენც გინდა გახდე წარმატებული კულინარიის, კონდიტერიის ან ბარმენობის სფეროში — შემოგვიერთდი!

 

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო, განვითარდე და შექმნა შენი მომავალი პროფესია დღესვე.

 

ეს დღე კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ პრაქტიკული გამოცდილება, კრეატიულობა და თანამედროვე მიდგომები წარმატების მთავარი გასაღებია. ჩვენი სტუდენტები ყოველდღიურად სწავლობენ არა მხოლოდ თეორიას, არამედ ქმნიან რეალურ, საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს.



გალერეა