ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯში

სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს მიგრაციის სააგენტოს მხარდაჭერით. აჭარა-გურიის კოორდინატორმა, ნანა პაპიაშვილმა, სტუდენტებს აცნობა ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის თემები.


შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ტრეფიკინგის სხვადასხვა სახეები, რისკის ნიშნები - როგორ ამოვიცნოთ მოსალოდნელი საშიშროება და უსაფრთხო მიგრაციის პრინციპები.


ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, მათი ინფორმირებულობის გაზრდას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.



გალერეა