
სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მონაწილეობდა ფორუმში - "პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისათვის", რომელიც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა და დუალური პროგრამების კოორდინატორმა მეგი მჟავანაძემ წარადგინეს თემა: "დუალური პროფესიული პროგრამები – გამოცდილება და ბიზნესთან თანამშრომლობის შედეგები".
ფორუმის მთავარი მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ბიზნესის ინფორმირების ზრდა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროფესიული განათლების განვითარებისა და თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების დანერგვის მიმართულებით.
გალერეა