ახალი ამბები

სასტუმრო "აიეტის" წარმომადგენელი კოლეჯში

27 თებერვალს სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტუმრად იმყოფებოდა სასტუმრო "აიეტის" წარმომადგენელი.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და პროფესიული სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრის ფარგლებში დამსაქმებელმა სტუდენტებს გააცნო კომპანიის საქმიანობა, ისაუბრა სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაზე, სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიულ პრიორიტეტებზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და წარმატებულ კარიერულ დასაწყისს.



გალერეა