ახალი ამბები

ჩვენი სტუდენტები ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის სანერგე მეურნეობაში

25 თებერვალს კოლეჯის "ახალი ტალღა", პროფესიული პროგრამის – სატყეო საქმის პროფესიული სტუდენტები პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ფარგლებში იმყოფებოდნენ ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის სანერგე მეურნეობაში.

 

ვიზიტის მიზანი იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცება და სატყეო საქმიანობის რეალურ გარემოში გაცნობა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში. მათი ძალისხმევით მოხდა ტერიტორიის გაწმენდა გამომშრალი ტოტებისა და ისლისაგან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის გავრცელების რისკს და ხელს უწყობს ეკოსისტემის დაცვას.

 

პრაქტიკული სამუშაო პროცესი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, მათ შეიძინეს პროფესიული უნარები, განივითარეს გუნდური მუშაობის კულტურა და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობა.

 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში იზრუნებენ ბუნებრივ სიმდიდრის მოვლასა და შენარჩუნებაზე.



გალერეა