ახალი ამბები

Learning Planet Festival კოლეჯში "ახალი ტალღა"

მ/წ 26 იანვარს კოლეჯში გაიმართა განსაკუთრებული, ენერგიითა და ინტერაქციით სავსე ღონისძიება -
"სწავლა კედლების გარეშე: პროფესიული უნარები ჩვენი საზოგადოებისთვის",
რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მრავალფეროვნების ერთად დანახვა, გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა.

ღონისძიება გახსნა კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა, რომელმაც სტუდენტებსა და კოლეჯის გუნდს სიტყვით მიმართა.

განსაკუთრებული იყო პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა, თითოეულმა მათგანმა დამთვალიერებლებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, უნარები და პროფესიული გზა.

სტუდენტებმა სპეციალურად მომზადებულ პოსტერებზე გამოხატეს საკუთარი ხედვები, სურვილები და ის, ვინ სურთ იყვნენ მომავალში.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, საშობაო არდადეგების შემდეგ პირველად ასე მრავლად შეიკრებილი სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები, ძალიან მაღალი იყო ინტერაქციისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის დონე, მონაწილეებმა აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები და გაეცნენ სხვა პროფესიულ მიმართულებებს.
ღონისძიება სიმბოლურად დახურეს ვებ-ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც მუსიკალური შესრულებით დღე კიდევ უფრო გაამხიარულეს.

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს სტუდენტებს, პროგრამების ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებსა და სტუმრებს - მათი აქტიური ჩართულობისთვის, ინტერესისა და ენერგიისთვის.
ასეთი შეხვედრები აძლიერებს ჩვენს პროფესიულ საზოგადოებას.

ერთად ვსწავლობთ, ერთად აღმოვაჩენთ და ერთად ვქმნით მომავალს…



გალერეა