
2025-05-30
2025 წლის 9 მაისიდან სამი დღის განმავლობაში სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” აქტიურად მონაწილეობს ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში - “EBIT 2025”.
გამოფენას სტუმრობდა აჭარის მთავრობის თავჯდომარე ბატონი სულხან თამაზაშვილი, მთავრობის წევრები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და უცხოელი ბიზნეს წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილი გვქონდა ტურიზმის მიმართულების პროგრამები, სტუდენტთა ნამუშევრები.
სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” მადლობას უხდის ორგანიზატორებს საინტერესო შესაძლებლობებისათვის!
გალერეა