ახალი ამბები

სსიპ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სტუმრად იმყოფებოდნენ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შშმ პირთა უფლებების, დამოუკიდებელი ცხოვრების, თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის შესახებ.

საუბარი შეეხო იმ ბარიერებსა და სტერეოტიპებსაც, რომლებიც შშმ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ, და თითოეული ადამიანის როლს უფრო ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში.

ცნობიერების ამაღლება, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა — სწორედ ასე ვქმნით საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი უფლება.



გალერეა