ახალი ამბები

დამლაგებლის ვაკანსია (ხულოს ფილიალი)

დამლაგებლის ვაკანსიის საკონკურსო პირობები

პოზიცია: დამლაგებელი (ხულოს ფილიალი)

ძირითადი ფუნქციები:

  • კოლეჯის  ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
    • სასწავლო სამუშაო სივრცეების დალაგება/ დასუფთავება;
    • სველი წერტილების სისუფთავის უზრუნველყოფა;
    • საერთო სივრცეების დალაგება/დასუფთავება;
    • შესაბამისი ინვენტარის/ხსნარების მოვლისა და  უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა;
    • ნარჩენების გატანა დაწესებულების ტერიტორიიდან შესაბამის ადგილზე.;
    • საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
    • ორგანიზაციის საოფისე და ადმინისტრაციულ სივრცეებს (კაბინეტებს, ოფისს, კორიდორებს, კიბეებს, სანიტარულ წერტილებს)დასუფთავება და დალაგება;
    • კედლების, იატაკების, ფანჯრებისა და კარის ბლოკებს, ფანჯრის რაფების, მინების, ავეჯის, საოფისე ტექნიკის და ფეხსაწმენდი/ხალიჩების მოვლა დალაგების პროცესების უზრუნველყოფა;
    • ხელსაბან ნიჟარების და უნიტაზების დასუფთავება და დენზინფიცირება;
    • სანაგვე ურნების დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცესების უზრუნველყოფა;
    • კოლეჯის დირექტორის, უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • საშუალო განათლება;
  • დასუფთავებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოების შესრულების უნარი;
  • ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი ხარისხი.

სასურველი:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საკვანძო უნარები და კომპეტენციები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • კოლეგებთან თანამშრომლობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო განისაზღვრება დღე გამოშვებით, 12-საათიანი მონაცვლეობითი გრაფიკით;
  • სამუშაო ცვლის დაწყების დროა დილის 08:00 საათი, ხოლო დასრულების დრო — საღამოს 20:00 საათი;
  • ·  სამუშაო დღეები განისაზღვრება წინასწარ დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
  • დასვენების დღეები — საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები;
  • დასაქმებულს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი აქვს შრომის უსაფრთხო გარემო და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განცხადება;
  2. ავტობიოგრაფია ან CV;
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  5. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანდიდატთა შერჩევის ეტაპები:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
  2. გასაუბრება;
  3. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

კანდიდატების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები, პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და გასაუბრების შედეგები.



გალერეა