ახალი ამბები

სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" ესტონელ სტუმრებს უმასპინძლა

სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" ესტონელ სტუმრებს - ვალგას პროფესიული კოლეჯისა და ვალგას გიმნაზიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯი, მოინახულეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები და მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ მასტერკლასებში.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

მადლობა ჩვენს სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტისთვის!



გალერეა