ახალი ამბები

კოლეჯში წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების პროგრამა

სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების პროგრამა — "კერძების მომზადების ტექნოლოგია".

პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 12 კვირას, რომელიც აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან თანამედროვე კულინარიულ ტექნოლოგიებს, იძენენ პრაქტიკულ უნარებს და მზადდებიან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

გთავაზობთ ჯგუფის მიერ პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მომზადებული კერძების ნიმუშებს.



გალერეა