
20 თებერვალს კოლეჯში "ახალი ტალღა" გაიმართა პროექტის -"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია კოლეჯი "ახალი ტალღა", ხოლო შეხვედრა ჩატარდა მხარეებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებიც ცხოვრობენ ან საქმიანობენ აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 30 000 ლარამდე დაფინანსება და დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური დახმარებით - იგი მოიცავს:
• ტრენინგებს;
• პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერას;
• პროფესიული ქსელის გაფართოებას, რაც ახალგაზრდების გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების გაცნობა, ხოლო მსგავსი საინფორმაციო ღონისძიება მარტშიც განმეორდება, რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიტანოთ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
• 1 800-მდე ახალგაზრდის სამეწარმეო უნარების განვითარება, რომელთაგან მონაწილეთა მინიმუმ 50% ქალი იქნება, ასევე არანაკლებ 65 ბიზნესის მხარდაჭერა.
პროექტი 36 თვის განმავლობაში განხორციელდება.
გალერეა