სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ პროფესიული განათლების მრავალწლიანი ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის ერთიანობას წარმოადგენს. ჩვენი ისტორია 1963 წლიდან იწყება, ხოლო 2012 წლიდან კოლეჯი „ახალი ტალღის“ სახელით აგრძელებს პროფესიული განათლების განვითარებას.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიული განათლება რეალურ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. თანამედროვე სასწავლო მიდგომები, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, დამსაქმებლებთან თანამშრომლობა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესი ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძვლებია.
გვჯერა, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლება წარმატებული კარიერისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუდენტს მივცეთ შესაძლებლობა, შეიძინოს თანამედროვე პროფესიული უნარები და თავდაჯერებულად გადადგას ნაბიჯი პროფესიული მომავლისკენ.
ვრცლად
3 სექტემბერს, სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა", ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: "ბუღალტრული აღრიცხვა სასტუმრო ინდუსტრიისთვის"
| ორ | სმ | ოთ | ხთ | პრ | შბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.