13.06.2018

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება ბელორუსიის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში. ვიზიტის ფარგლებში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალ ტალღასა" და სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კოლეჯის პროფ.მასწავლებლების გადამზადებას თანამედროვე ევროპული სტანდარტებით შრომისა და უსაფრთხოების საკითხებში.

35159265 1685847574797016 2863189301624045568 o 35126865 1685847661463674 4154966862687371264 o 35160611 1685871628127944 2996188435733020672 o

12.06.2018

მ/წ 12 ივნისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" და უკრაინის სახელმწიფო სასწავლო დაწესებულება "ლვოვის უმაღლესი პროფესიულ-ტექნიკური მშენებლობისა და დიზაინის სასწავლებელს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროფ. მასწავლებლებისა და პროფ. სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

35123955 1684853141563126 635971930825949184 o 35142876 1684853304896443 4542587102805622784 o 35077237 1684852988229808 734300169071230976 o

12.06.2018

მ/წ 9 ივნისს სსიპ საზოგადოებარივი კოლეჯის ,,ახალი ტალღა’’ "კულინარიის ხელოვნების" სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის რესპუბლიკის ქალაქ პიარნუში პროფესიულ სასაწვლებლებს შორის ჩატარებულ ,,გრილლ ფესტივალი’’-ში ,, Grillium 2018''. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით ქართული სამზარეულოს წარმოდგენისათვის, ასევე სერთიფიკატები გადაეცათ კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებსაც, "ახალი ტალღა" ულოცავს მათ და უსურვებს წარმატებებს...

35078223 1684832031565237 2810956572249817088 o 35244557 1684832191565221 4579225226834870272 o 35200390 1684832328231874 7126336048216408064 o