11.05.2018

მიმდინარე წლის 11-13 მაისს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობს ქ. ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო-ინდუსტრიის 11- საერთაშორისო გამოფენაში "ექსპო ბათუმი 2018".

32253120 1655540774494363 7975995143322861568 n 32349667 1655655117816262 6534831541598552064 n 32561134 1657419540973153 8741573802569236480 n

10.05.2018

მ/წ 10 მაისს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ბათუმის ტრეინინგ ცენტრში "ახალი ტალღასა" და ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის" მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: "პროფესიული განათლების როლი თანამედროვე საქართველოში", კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წარადგინეს ესეები აღნიშნულ თემაზე, მომხსენებლებს გადაეცათ სერთიფიკატები. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე.

31590028 1655522954496145 9146906212938285056 n 32235389 1655523454496095 5487223683061645312 n 32262790 1655523601162747 2307082785883422720 n

10.05.2018

მიმდინარე წლის 10 მაისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მა სტუდენტმა ახალი პროფესიების დასაუფლებლად აჭარის დასაქმების სააგენტოს ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში სწავლა დაიწყო.
ბართენდერი, სარესტორნო მომსახურება, მიღება-განთავსების სპეციალისტი, კულინარიის ხელოვნება, საფინანსო საქმე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - ეს ის პროფესიებია, რომელშიც მოხდება სტუდენტების გადამზადება.

32389233 1655504981164609 6607220475183497216 n 32294519 1655504994497941 3745966125045776384 n 32314114 1655505187831255 4929045206377955328 n