
მ/წ 12–14 იანვარს „ახალი ტალღას“ დელეგაცია მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში, თურქეთის რესპუბლიკის, ქ. რიზეს კოლეჯში „ლევენტი“.<br>
პროექტში მონაწილეობდნენ კოლეჯის პროფესიული პედაგოგები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული მართვის მენეჯერი.<br>
პროექტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა კულინარიულ, ხელოვნებისა და ენობრივ ვორქშოფებში. ამას გარდა შეხვედრა ჰქონდათ რიზეს მუნიციპალიტეტში განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან - ბატონ რესულ ყულთან.<br>
შეხვედრის დასასრულს მხარეები შევთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორობას და პროფესიული განათლების შესაძლებლობებს.
„ახალი ტალღა“ აგრძელებს განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას!
გალერეა