ახალი ამბები

დიპლომების გადაცემა

დღეს სსიპ კოლეჯში „ახალი ტალღა“ განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო!<br>

საგანმანათლებლო პროგრამის - საექთნო განათლება 321–322-მ ჯგუფის პროფესიულ სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები.<br>

კოლეჯის დირექტორმა, დავით მჭედლიშვილმა, კურსდამთავრებულებს გულთბილი სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და ისაუბრა პროგრამის განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს პროფესიული განათლების ხარისხს.<br>

კოლეჯი „ახალი ტალღა“ გულითადად ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს უწყვეტ პროფესიულ წინსვლას, წარმატებულ კარიერასა და ღირსეულ საქმიანობას.<br>

ყოველთვის მედგრად და თავდადებით იდექით ჯანმრთელობის სადარაჯოზე, რადგან თქვენი პროფესია ადამიანთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემსახურება!



გალერეა