
მ/წ 29 იანვარს კოლეჯში „ახალი ტალღა“ გაიმართა შეხვედრა, პროექტის ფარგლებში - „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“
პროექტი მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ტყის მართვის სისტემის განვითარებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს: სერტიფიცირებული ხე-ტყის დამამზადებლების გადამზადებაზე და კოლეჯისა და პროექტის სამომავლო თანამშრომლობაზე
პროექტის მთავარი იდეაა „ტრენერების ტრენინგი“ - ერთობლივი კურსი, რომელიც მომავალ სპეციალისტებს დაეხმარება იმუშაონ უსაფრთხოდ, ეფექტურად და პროფესიონალურად.
პროექტს ახორციელებს აჭარის სატყეო სააგენტო WWF-ისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, გერმანიის თანადაფინანსებით
ერთად ვქმნით უფრო უსაფრთხო და მდგრად ტყის მომავალს
გალერეა