
2025-05-30
2025 წლის 28 აპრილიდან, კოლეჯში “ახალი ტალღა" სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლოგისტიკის სპეციალისტი გერმანიიდან ბატონი ბურჩარდ ოტტე. ვიზიტის მთავარი მიზანია ლოგისტიკის პროგრამის პროფესიული მასწავლებლების გაძლიერება და კოლეჯის საწყობის ორგანიზების გაუმჯობესებაა, ბურჩარდ ოტტეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსხვილ საწყობებში, რომელთა ფართობი რამდენიმე ათეულ ფეხბურთის მოედანსაც კი მოიცავდა. ჩვენ მოხარული ვართ მრავალმხრივი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მასპინძლობით და ჩვენი პედაგოგების მხრიდან თანამშრომლობის ინტერესის გამოჩენით.
გალერეა