
2026-06-15
კოლეჯმა "ახალი ტალღა" მონაწილეობა მიიღო "ექსპო - ახალგაზრდულ სერვისებზე", რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ექსპოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.
ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წარმოდგენილმა პროგრამებმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მოთხოვნადობას.
გვიხარია ახალგაზრდების მაღალი ინტერესი წარმოდგენილი პროგრამების მიმართ და მადლობას ვუხდით ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს თანამშრომლობისთვის.
გალერეა