ახალი ამბები

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

დღეს სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ბიბლიოთეკაში, გაიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

 

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თემაზე - "წიგნი თუ კომპიუტერი", სადაც გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები და აზრთა გაცვლა.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მხარდაჭერით ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა — ფრაზებისა და ამონარიდების ამოცნობა, რომელიც სტუდენტებმა წარმატებით შეასრულეს, როგორც წიგნების, ასევე ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით.

 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში წიგნის სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის გაღრმავებას.



გალერეა