
2026-04-29
სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" გაიმართა მოხალისეთა ორგანიზაციის "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" საინფორმაციო შეხვედრა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შოთა მახარაძემ, კოლეჯის სტუდენტებს გააცნო მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობა, ორგანიზაციის მიზნები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეობრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ეძლევათ.
შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოლეჯსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო ერთობლივი აქტივობების პერსპექტივებზე.
გალერეა