
საერთაშორისო პარტნიორობა პროფესიული განათლების განვითარებისთვის!
მიმდინარე წლის 13–19 აპრილს სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სერბეთის ქ. კრალევოში, პროფესიულ სკოლაში "შუმარსკა", სატყეოს საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლები გაეცნენ პარტნიორი სკოლის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო გარემოს. გაიმართა შეხვედრები ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან, სადაც განიხილეს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. შედეგად დაიგეგმა გაცვლითი პროექტები და სამომავლო პარტნიორობა.
მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარების და საერთაშორისო კავშირების გაფართოებისათვის.
გალერეა