ახალი ამბები

14 აპრილი - ქართული ენის დღე

ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა!"

 

სსიპ კოლეჯ "ახალი ტალღის" ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებმა, ბიბლიოთეკარისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, განახორციელეს მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები ქართული ენის დღის აღსანიშნავად.

 

სტუდენტებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ენის დაცვის აუცილებლობასა და ქართული სიტყვის ძალაზე. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რომ ქართული ენა ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები და ჩვენი რწმენაა!



გალერეა