
2026-04-29
სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" ეწვია გერმანული ორგანიზაციის - SES (Senior Expert Service)- ექსპერტი ერვინ კნიპელი.
ვიზიტისას ექსპერტი გაეცნო კოლეჯის სასწავლო გარემოსა და არსებულ ტექნოლოგიურ რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კოლეჯში არსებული ფაბლაბის ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეფასება და მათი ფუნქციონირების შემოწმება.
საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კოლეჯის განვითარების, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვისა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის.
გალერეა