მ/წ 13 მაისს, სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მონაწილეობდა სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმი"- ში გამართულ საინფორმაციო ტიპის შეხვედრაში
აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ თენიეშვილი და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გეგმის თანახმად, დასაქმების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 1 731 600 ლარი იქნება. უწყება გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას.
დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება - "საკვანძო კომპეტენციების განვითარება“, რომლის მიზანია პროფესიის დამხმარე უნარების განვითარების გზით, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, 70 პირი მიიღებს მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების კურსს, როგორიცაა: სამეწარმეო უნარები, მულტილინგვინური კომპეტენცია - დარგობრივი უცხო ენა, ციფრული კომპეტენცია, ვექტორული და გრაფიკული პროგრამები - 3D Max, Photoshop, Illustrator, InDesign, Corel DRAW, სასტუმრო, სარესტორნო, სასაწყობე პროგრამების მიმართულებებით.
გარდა ამისა, პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამაში დაემატება ახალი პროფესიები - გაზგაყვანილობის მილების შემდუღებელ-მემონტაჟე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი სისტემების მემონტაჟე. ეს პროფესიები დაეხმარება მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროცესს და შესაბამისად, გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. პროგრამით 35 პირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
გალერეა