პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები

 

 

პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვა რეგულირდება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებით (ცვლილება 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №27/ნ).

პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევისა და ჩარიცხვის პროცესის რეგულირება, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;

ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;

გ) შერჩევა;

დ) რეიტინგული სიის შედგენა;

ე) შედეგების გამოცხადება, პროგრამაზე ჩარიცხვა და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება;

ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).

 

აპლიკანტთა რეგისტრაცია

პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად დადგენილ ვადაში. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.

სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაციის ფურცლისა და მობილური ტელეფონის ნომერზე უნიკალური კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნით, აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ადგილას - სხვა ქალაქში/მუნიციპალიტეტში.

 

აპლიკანტთა შერჩევ

 

აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვისა მიზნით აპლიკანტთა შეფასების პროცესს. აპლიკანტთა შერჩევის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

შერჩევა საგანმანათლებლო პროგრამებზე

 

აპლიკანტთა შერჩევის მიზნით შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება წინასწარ. აღნიშნული ინფორმაცია ასახება განათავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე. აპლიკანტთა შეფასების შედეგები აისახევბა სარეგისტრაციო სისტემაში. აპლიკანტის შეფასება დიფერენცირებულია და განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რომელიც შეადგენს 25-ზე მეტი.

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო
შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული
ქულის 1.1. კოეფიციენტზე გამრავლებით.

საბაზო პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

 

საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ინტეგრირებული პროგრამა) რეიტინგული სია დგება მხოლოდ იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.

 

საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე  დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლების საფუძველზე მიღებული პროფესიული ან სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრებული პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.  

 

 

თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე,
რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების
მიღწეული დონისა), რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება კოლეჯის მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

აპლიკანტთა რეიტინგული სიები თითოეული პროგრამის მიხედვით აისახება სარეგისტრაციო სისტემაში, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და ხელმისაწვდომის კოლეჯისთვის;

აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და კოლეჯში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.

ტესტირება

ტესტირებაში მონაწილეობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტი, რომლისთვისაც, შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია ტესტირების გავლა აკადემიური უნარებში. საშუალო პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, შესაძლებელია კოლეჯის მიერ მოთხოვნილი იყოს ტესტირების გავლა აკადემიურ უნარებში.

ტესტირებას ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისად.

ცენტრი, ტესტირებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში, მართვის სისტემას ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა ტესტირების შედეგებს.

თითოეულ აპლიკანტზე, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე, რომელზეც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება, სარეგისტრაციო სისტემაში გენერირდება საგამოცდო ბარათი.

 

აპლიკანტთა შეფასება

 

აპლიკანტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული ფორმებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

  1. შეფასება არის დიფერენცირებული და ითვალისწინებს:
    • მოტივაციურ გასაუბრებას - მოტივაციური გასაუბრების მეთოდოლოგიური პაკეტი მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს: ინტერვიუს ფორმა (შეკითხვები); ინტერვიუს შეფასების ფორმა (კომისიის წევრებისთვის); მოტივაციური გასაუბრების თითოეული კითხვის მიზანია შეფასდეს აპლიკანტის მოტივაცია და მზაობა, შესაბამისად, ინტერვიუს თითოეულ ბლოკს თუ კითხვას აპლიკანტის მოტივაციური ასპექტების გამოკვეთის მიზანი აქვს.
      • აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად კომისია განხორციელებს მისი მოტივაციის შეფასებას შემდეგი 4 კრიტერიუმით:

ა) არის მოტივირებული;

ბ) აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გ) აზროვნებს ლოგიკურად;

დ) ნათლად აყალიბებს პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებულ მიზნებს.

  • თითოეული კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 25 - უარყოფითი ქულაა - 0; შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულაა - 100 ქულა); მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 25 ქულა; გასაუბრებისათვის საჭირო (სავარაუდო) დრო -15 წუთი; გასაუბრების ადგილი - ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი აუდიტორია, რომელიც შესაძლოა აღჭურვილი იყოს ვიდესათვალთვალო სისტემით და სადაც ხდება გასაუბრების გადაღება და ჩანაწერის შენახვა გასაუბრების დასრულებამდე. ამასთან გასააუბრება შეიძლება წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში; გასაუბრება განხორციელდება იდივიდუალურად თითოეულ აპლიკანტთან ცალ-ცალკე.

მოტივაციური გასაუბრების შეფასება

 

ძალიან კარგი - 25 ქულა

კარგი - 15 ქულა

დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა

მიუღებელი - 0 ქულა

1

არის მოტივირებული

 

25

15

5

0

2

აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

25

15

5

0

3

აზროვნებს ლოგიკურად

 

25

15

5

0

4

ნათლად აყალიბებს პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებულ მიზნებს

 

25

15

5

0

 

3.2. შემოქმედებით ტურს - შემოქმედებითი ტურის ფარგლებში აპლიკანტს მიეცემა პრაქტიკული დავალება დახატოს გეომეტრიული ფიგურა. აპლიკანტის მიერ დახატული ფიგურა შეფასდება შემდეგი 3 კრიტერიუმებით:

ა) პროპორციების დაცვა;

ბ) შუქჩრდილების გათვალისწინება;

გ) კომპოზიციური განლაგება.

3.2.1 შეფასების მე-4-ე კრიტერიუმით შემოწმდება თუ რამდენად ფლობს აპლიკანტი ინფორმაციის პროფესიის შესახებ, კერძოდ მან უნდა გასცეს პასუხი (წერილობითი ფორმით, იმავე ფურცელზე სადაც დახატა ფიგურა) კითხვაზე - თქვენი აზრით, რა სამუშაოებს ასრულებს ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანი? (რა მოვალეობები აკისრიათ ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს? რა პროდუქტს/მომსახურებას ქმნიან?).

3.2.2. თითოეული კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა - 25,  უარყოფითი ქულაა - 0; შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულაა - 100 ქულა); შესაფასებელი დავალების შესრულებისათვის საჭირო დრო -1 საათი; დავალების შესრულების ადგილი - ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია ვიდესათვალთვალო სისტემით და სადაც ხდება დავალების შესრულების გადაღება და ჩანაწერის შენახვა პრეტენზიების განხილვის ვადის დასრულებამდე.

 

შემოქმედებითი ტურის შეფასება

 

ძალიან კარგი - 25 ქულა

კარგი - 15 ქულა

დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა

მიუღებელი - 0 ქულა

1

პროპორციების დაცვა

 

25

15

5

0

2

შუქჩრდილების გათვალისწინება

 

25

15

5

0

3

გეომეტრიული ფიგურის კომპოზიციური განლაგება ფურცელზე

 

25

15

5

0

4

ინფორმაციის ფლობა პროფესიის შესახებ

 

ინფორმაციას ფლობს ზედმიწევნით - 25 ქულა

ფლობს უმეტეს ინფორმაციას - 15 ქულა

ინფორმაციას ფლობს ნაწილობრივ - 5 ქულა

არ ფლობს ინფორმაციას - 0 ქულა

 

25

15

5

0

 

  • პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი - პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზის მეთოდის მიზანია გამოარკვიოს, რამდენად შეუძლია დარგთან დაკავშირებული მოცემულობის პირობებში აპლიკანტს ინფორმაციით ოპერირება და ისეთი ზოგადი უნარების დემონსტრირება, როგორიცაა: განსჯა და გადაწყვეტილების მიღება, წაკითხული ტექსტის გააზრება, დაკვირვება და შეფასება, პრობლემის გადაჭრა და ა.შ.

პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზის მეთოდის ადმინისტრირების მხარდამჭერია ელექტორნული პლატფორმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS). პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზის მეთოდის ადმინისტრირება ჩატარდება კოლეჯის შენობაში, სპეციალურად მომზადებულ და შემოწმებულ კომპიუტერულ ოთახში.

პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზის ფარგლებში აპლიკანტს მიეცემა ტექსტი.  

პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზის ბუკლეტი შედგება ორი ნაწილისგან:

  1. წაკითხული ტექსტის გააზრება;
  2. პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები.

 წაკითხული ტექსტის გააზრების კითხვებს აქვს სწორი და არასწორი პასუხები, სადაც სისტემა თავად აფასებს. რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაო შემთხვევებს, სტუდენტების ნამუშევრების შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული სქემების მიხედვით, წინასწარ გადამზადებული შეფასების სპეციალისტების მიერ.

პრაქტიკულ სამუშაო შემთხვევებს არ აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. მკაცრად გაწერილი სქემა

საშუალება იძლევა ნაწილობრივი შეფასების შესაძლებლობას.

პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ადმინისტრირების დასრულების შემდეგ ერთი კვირის ვადაში

შეფასების სპეციალისტები აფასებენ აპლიკანტების ნაშრომებს იმავე ელექტრონულ პლატფორმაზე.

საგულისხმოა, რომ შემფასებელი ვერ ხედავს აპლიკანტის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. მისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ აპლიკანტის ნაწერი, რომელსაც აფასებს მკაცრად სტრუქტურირებული შეფასების სქემის მიხედვით.

შემფასებლების მიერ დაწერილი შეფასებები ავტომატურად აისახება ელექტრონულ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია როგორც EMIS-თვის, ისე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და აპლიკანტისთვის

 

  1. ხელოვნების მიმართულების პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების შეფასებისათვის შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს შემოქმედებითი ტური.

 

 

პროგრამაზე ჩარიცხვა და პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება

 

კოლეჯში აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.

საბაზო პროფესიულ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის:

ა) 70%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური;

ბ) 30%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის:

ა) 70%-ის ფარგლებში, აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის 30%-ის ფარგლებში, რეიტინგული სია დგება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

აპლიკანტი, რომელსაც რეგისტრაციისას არჩეული აქვს რამდენიმე პროგრამა, უფლებამოსილია ჩაირიცხოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

რეიტინგულ სიაში, აპლიკანტის ადგილს იკავებს რეიტინგული სიის მიხედვით შემდეგი აპლიკანტი:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე კოლეჯის მიერ აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) აპლიკანტის მიერ ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;

გ) აპლიკანტის სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში მიღწეული განათლების დონის მიხედვით გამოყოფილი ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, ეს ადგილები გამოიყენება მეორე რეიტინგულ სიაში მყოფ აპლიკანტთა ჩარიცხვისთვის.

თუ ორი ან ორზე მეტი აპლიკანტი რეიტინგულ სიაში მოხვდა თანაბარი რეიტინგული ქულით და მათი პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, კოლეჯის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

 

აპლიკანტი ვალდებულია კოლეჯში ჩასარიცხად წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აპლიკანტის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმოადგენლის  წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ პირობებს;

ბ) აპლიკანტის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმოადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) 2 ცალი ფოტოსურათი 3*4 -ზე;

დ) საბაზო საფეხურის/სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

ე) არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობის ასლი);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

 

კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ.

 

კოლეჯში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური სახით კოლეჯის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, აპლიკანტი/მშობელი/კანონიერი წარმოადგენელი ობიექტური მიზეზების გამო (ფორსმაჟორული სიტუაცია) ვერ ახერხებს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენას.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით კოლეჯის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: collegenewwave@gmail.com       გამოგზავნით.

კოლეჯი უზრუნველყოფს აპლიკანტების ჩარიცხვას პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტუნგულ სიაში აპლიკანტების რიგითობის გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნებისა და წინამდებარე წესის მე-12 მუხლის გათვალისწინებით.

დოკუმენტაციის დროულად არ წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი კარგავს პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას და მის ადგილს დაიკავებს რეიტინგულ სიაში რიგით შემდეგი აპლიკანტი.

 

დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, კოლეჯი უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2.აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა.

შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, კოლეჯი იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ პროგრამაზე მისაღები ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს.

დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განხორციელდება ასევე იმ აპლიკანტების ჩარიცხვა ვინც შერჩევისას გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, განაცხადში მონიშნული ჰქონდა ერთზე მეტი პროგრამა, არ ეყო ქულები პირველად პროგრამაზე ჩასარიცხად და მეორე ან მესამე ადგილზე მონიშნული ჰქონდა ის პროგრამ(ებ)ა სადაც არ მოხდა ადგილების შევსება.

 

 სსმპ  შერჩევა და ჩარიცხვა

 

ყველა პროგრამა, რომელზეც გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში.

სსსმ პირების პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ალტერნატიული ტესტირების საშუალებით, რაც გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ დარეგისტრირებული პროფესიული პროგრამების პრაქტიკულ მოსინჯვას.

ალტერნატიული ტესტირებისას აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა პრაქტიკულად მოსინჯოს მის მიერ შერჩეულ და დარეგისტრირებულ პროგრამასთან დაკავშირებული რამდენიმე ტიპური აქტივობა და მიღებულ გამოცდილებაზე რეფლექსიის შედეგად, გააკეთოს მისთვის საუკეთესო პროფესიული არჩევანი.

თუ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება პროგრამისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სსსმ აპლიკანტს, რომელიც:

ა) პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს;

ბ) წარმოადგენს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფს (მაგ.: სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მინდობით აღზრდაში მყოფი/მცირე საოჯახო  ტიპის დაწესებულებიდან/სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული);

გ) წარმოადგენს მრავალშვილიანი ოჯახის წევრს;

დ) არ არის ჩართული განათლების სხვა საფეხურზე (მაგ.: არ არის სკოლის მოსწავლე);

ე) წინა წელს ან წინა წლებში ვერ მოიპოვა პროფესიული სტუდენტის სტატუსი (ამავე დაწესებულებაში), იმ მიზეზით, რომ ვერ ჩაირიცხა პროგრამაზე სსსმ პირებისათვის განსაზღვრულია კვოტის ფარგლებში.   

 

აპლიკანტის და კოლეჯის უფლება - მოვალეობები

 

შერჩევის ჩატარების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს კოლეჯში შერჩევის რეგისტრაციაზე და თან იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა.

აპლიკანტმა შერჩევაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას აპლიკანტი წარადგენს: პირადობის (ბინადრობის) მოწმობას/პასპორტს, ხოლო ასეთის არქონის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ განაცხადს/განცხადება-ანკეტას, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე, აპლიკანტი წარადგენს სარეგისტრაციო სისტემიდან ამობეჭდილ საგამოცდო ბარათს.

შერჩევის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი შერჩევაზე არ დაიშვება.

შერჩევაზე გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანება 30 და მეტი წუთით აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი შერჩევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანება გამოწვეულია საპატიო მიზეზით თუ არა.

შერჩევის დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები (მაგ. სუნთქვის აეროზოლი, მედიკამენტები და სხვა) საკონკურსო კომისიის თანხმობით.

შერჩევის დროს აპლიკანტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების და სხვათა გამოყენება, გარდა კოლეჯის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) შერჩევის ადგილის უნებართვოდ დატოვება.

ე) შერჩევის ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო კომისიასთან შეთანხმებით, თანმხლებ პირთან ერთად.

 

აპელაცია

 

აპლიკანტთა შერჩევის შედეგების გასაჩივრება აპლიკანტის ან მშობელის/კანონიერი წარმომადგენელის მიერ შესაძლებელია სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის გვერდზე შედეგების ასახვიდან  არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის ვადაში.

სააპელაციო კომისიაზე განხილვის მიზნით აპლიკანტმა ან მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს კოლეჯის დირექტორს.

აპლიკანტთა შერჩევის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი აპელაცია უნდა ეხებოდეს კოლეჯში შერჩევის შედეგად მიღებული ქულის გასაჩივრებას.