ხარისხის მართვის სამსახური


კოლეჯში მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, რომლის გახორციელების უზრუნველყოფის კოორდინაციას ახორციელებს ხარისხის მართვის სამსახური.


განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი მექანიზმები:

- დაწესებულების ავტორიზაცია;

- საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;

- დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შიდა გეგმიური მხარდაჭერა/მონიტორინგი;

- საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;

- სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები.


დაწესებულებაში ხარისხის მართვის სამსახური:

- კოორდინაციას უწევს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისა და სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურებს.

- ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე;

- ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;

- ახორციელებს ხარისხის შიდა შეფასებას, რისთვისაც უფლებამისილია - ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ხოლო სამსახურები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ ეს ინფორმაცია ან აცნობონ მიზეზი მის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ;

- ახორციელებს ხარისხის მართვის არსებული მექანიზმების გადახედვას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევის - პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე (მ.შ. მოდულური პროგრამების დანერგვა და დუალური სწავლების პრინციპების შემოღება);

- აცნობს პერსონალს განათლების სფეროში უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებს, უწევს მათ კონსულტირებას და დახმარებას პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

- ატარებს ლექცია - სემინარებს სწავლების, სტუდენტის შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ.


ხარისხის შიდა შეფასების მიზნით:

- აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვებს;

- აწარმოებს პერსონალის ანონიმური ან ღია გამოკითხვებს;

- ესწრება ლექცია - მეცადინეობებს, პრაქტიკების მიმდინარეობას;

- სისტემატურად ახორციელებს ვებ - გვერდის მონიტორინგს;

- სისტემატურად ახორციელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესის მონიტორინგს;

- ახორციელებს კონტროლს პროფესიულ მასწავლებელთა თვით განვითარების და კვალკიფიკაციის ამაღლების პროცესზე;

კოლეჯში ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმი მოიცავს სისტემურობას და ხარისხის კონტროლის ციკლურ სისტემას - „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე და განავითარე“

იხილეთ დოკუმენტი

სასწავლო პროცესისი და პროფესიული სტუდენტების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულია კალენდარული გეგმის, უწყისის და შეფასების ინსტრუმენტის ფორმები სხვადასხვა შეფასების მიმართულებისათვის.

კალენდარული გეგმა | უწყისი | შეფასების ინსტრუმენტი