ჩვენი კოლეჯის
მისია, ხედვა, ღირებულებები

"სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ მისიაა პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებით და თავსებადობით, მრავალპროფილური პროფესიული განათლებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მიწოდებით. სოციალური ინკლუზიით, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა." "თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა!"

სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხედვაა მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრები. მუდმივი განვითარების გზით იყოს ლიდერი მრავალფეროვანი პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე კერძო, საჯარო და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.

დაწესებულების ღირებულებებია: გუნდური სულისკვეთება, მიზანსწრაფვა, ინოვაცია. გუნდური სულისკვეთება – მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა, შეკრულმა და უკომპრომისო გუნდმა. მიზანსწრაფვა – ვიყოთ პროაქტიურები, შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ინოვაცია – ვიაზროვნოთ არაორდინალურად, ვეცადოთ გავაუმჯობესოთ არსებული და წარვადგინოთ სიახლეები