ავთანდილ მეგრელიძე სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ერთ–ერთი წარმატებული და დასაქმებული კურსდამთავრებულია.
მან 2013წ. დაამთავრა სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე. იგი არის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრი. 2019 წელს ჩაირიცხა სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ოფისის მენეჯერის პროგრამაზე. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ,,ახალი ტალღის’’ კონკურსში, რომელიც გულისხმობს, 2 წლიან სწავლებას ესტონეთში, კონკრეტულად ვალგის პროფესიულ სასწავლებელში ,,ლოჯისტიკის’’ განხრით. მან წარმატებით გაიარა ეს კონკურსი და ამჟამად არის ამ პროექტის მონაწილე. იგი სწავლას განაგრძობს ზემოთ ხსენებულ სასწალებელში. სწავლის პერიოდში იყო ჩართული კოლეჯში დაგეგმილ აქტივობებში და მზად იყო ყველა ახალი გამოწვევა მიეღო.
ავთო ამბობს: „აირჩიეთ პროფესიული განათლება და კერძოდ კოლეჯი „ ახალი ტალღა„ რომელიც უტყუარი გარანტი გახლავთ თქვენი წარმატების! ამისათვის სულ ცოტა მონდომება და არჩეული პროფესიის სიყვარული დაგჭირდებათ..“