თათია სეფერთელაძე

თათია სეფერთელაძე

მოგესალმებით, მე გახლავართ თათია სეფერთელაძე კოლეჯის ,,ახალი ტაღა“ საფინანსო სერვისების კურსდამთავრებული. ამჟამად ვმუშაობ ლიბერთი ბანკში, კერძოდ ვხელმძღვანელობ აჭარაში, ერთ ერთ სერვის ცენტრს..

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი პრაქტიკული სამუშაო დაკავშირებულია ბანკთან სხვადასხვა პოზიციებზე, რის შედეგადაც მივიღე საკმაოდ კარგი თეორიული, თუ პრაქტიკული გამოცდილება

თავდაპირველად დავიწყე მოლარე-ოპერატორის პოზიციით, შემდეგ გადავედი ოფის მენეჯერის პოზიციაზე, შემდგომი ნაბიჯი იყო ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიცია რომელიც მოიცავდა 3 მიმართულებას HR, ლოჯისტიკა და ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა.

ჩემი ამჟამინდელი პოზიცია მოითხოვს ვიყო კომპეტენტური, შრომისმოწყვარე, კომუნიკაბელური, ხარიხსზე და შედეგზე ორიენტირებული მქონდეს გუნდთან მუშაობის უნარი. ბანკი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციებისაკენ და თანამშრომლებს საინტერესო, მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობს რომელიც ყველა დასაქმებულისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კოლეჯს ,,ახალ ტალღა“ მინდა მადლიერება გამოვხატო იმ გუნდის მიმართ რომლებმაც დიდი წვლილი მიიღეს როგორც პროფესიული უნარების განვითარებაში ასევე დასაქმებაში. მინდა ხაზგამით ავღნიშნო იმ რესურსების შესახებ, რომელიც გააჩნია კოლეჯს ,,ახალი ტალღა“ სადაც არსებობს როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ასევე მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით განათლების მიღების ადეკვატური გარემო. თათია სეფერთელაძე