ახალი ამბები

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება შვეიცარიაში

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" ხარისხის მართვის მენეჯერი და პროფესიული განათლების მასწავლებელი თენგიზ ირემაძე შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და კვების მეცნიერებათა სკოლაში — Bern University of Applied Sciences, School of Agricultural, Forest and Food Sciences HAFL — იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენელმა შესაძლებლობა მიიღო:

- გაეზიარებინა პროფესიული განათლების სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება

- გაცნობოდა ინსტიტუტის სასწავლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს

- შეესწავლა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები

- დაეთვალიერებინა პრაქტიკული სწავლების ობიექტები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალიზებული პროფესიული სასწავლებლები.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაცნობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

კოლეჯი "ახალი ტალღა" აგრძელებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული შესაძლებლობების მხარდაჭერას.



გალერეა