ონლაინ ქცევის წესების სახელმძღვანელო

სახელმძღვანელოს სანახავად გადადით ლინკზე,

კოლეჯი "ახალი ტალღა", 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან, ვახორციელებთ 52 საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზებული ვართ 2000-ზე მეტ პროფესიულ სტუდენტზე.

ვრცლად ...

ნახეთ ვიდეო

სიახლეები

-

03.12

📍მ/წ 3 დეკემბერს სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ორგანიზებით მოეწყო შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა. 📍 „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში“, განხორციელდა პროფესიული მომზადების პროგრამა „სასტუმროს მიღება - განთავსების პროცედურები“ რომელშიც ჩართული იყო და დაასრულა 10 შშმ სტატუსის მქონე პირმა. 📍ზემოთ აღნიშნული პროგრამა განხორციელდა დისტანციურად ელექტრონული პლათფორმის ,,zoom’’ საშუალებით, კოლეჯის პარტნიორი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის" მხარდაჭერით.

18.11

📍სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება👩‍💻👨‍🏫📲💻🎤🎧 📍კოლეჯი"ახალი ტალღა" მადლობას უხდის თითოეულ პროფესიულ სტუდენტსა და პროფესიულ მასწავლებელს👏 📍გისურვებთ წარმატებებსა და ჯანმრთელობას 👏😊

30.10

📍 მ/წ 30 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება. 📍სერტიფიკატები გადაეცათ კომპანიასთან „ანაგი“ ერთობლივად განხორციელებული "პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების" პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ბათუმის სტადიონის მშენებლობაში. 📍ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა კომპანიას „ანაგი“, პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. 📍ღინოსძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

29.10

სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა “ სტარტი აიღო ახალმა პროექტმა “ახალგაზრდული კლუბი” 🥳 📌კლუბი ხორციელდება ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 📌ახალგაზრდული კლუბი იფუნქციონირებს სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა” ბაზაზე 6 თვით ვადით. 📌კლუბის მონაწილეები არიან , კოლეჯის სტუდენტები და აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდები 📌ახალგაზრდული კლუბის მიზანია ახალგაზრდებში იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. #ახალგაზრდობისსააგენტო #ახალგაზრდულიმუშაკი #ესპროფესია

სტუდენტები ჩვენ შესახებ

  • "ახალი ტალღას" ფიზიკური, ადაპტირებული გარემო გვაძლევს შესაძლებლობას ყველას, შევიძინოთ სასურველი პროფესია. ხარისხიანი სწავლით ავიხდინე ჩემი დიდი ხნის "ოცნება" და გავხდი "ღონისძიების მენეჯერი".
    ამაყი ვარ, რომ ახალტალღელი მქვია!

    ნინო ნოღაიდელი

  • მე ვამაყობ რომ ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სანამ პროფესიული სტუდენტი გავხდებოდი კარგი იმედები მქონდა და ასეც მოხდა ჩემი იმედები გამართლდა, კოლეჯში დამხვდა საუკეთესო გარემო, აქტიური სტუდენტური ცხოვრება, ღონისძიებები და გასართობი სპორტული თამაშები რომელშიცვ აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას.

    ბესიკ კენჭაძე

  • დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისთვის, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ამის გარეშე კი ცოტა რთულია სამსახურის პოვნა. შემიძლია თამამად ვთქვა , რომ კოლეჯმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე, ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები ჰყავთ.

    ია გოგუაძე