"ახალი ტალღა" ევროპის ხარისხის ფონდის მიერ აღიარებული სასწავლებელია საქართველოში.
EFQM (European Foundation for Quality Managment) – ხარისხის მართვის ევროპული ფონდი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1987 წელს დაარსდა 14 წამყვანი ევროპული კომპანიის მიერ, როგორებიცაა Bosh, BT Bull Ciba-Geigy, Dassault, Electrolix, Fiat, KLM, Nestle, Olivetti, Philips, Renault, Sulzer, Volkswagen.
EFQM – ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მოდელი, მოწოდებულია ორგანიზაციის მართვისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის / პროდუქციის ხარისხის სრულყოფისთვის.
EFQM – ხარისხის ნიშანის მოპოვება, ნიშნავს კომპანიის ავტორიტეტულ აღიარებას ევროპული სტანდარტების დონეზე, მისი მენეჯმენტისა და საქმიანობის ხარისიხის ორიენტირებულობას მუდმივ განვითარებასა და სრულყოფაზე.
EFQM-ის "გზით სრულყოფაზე" მოდელი ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ დანერგილი სისტემაა ორგანიზაციული მენეჯმენტის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით. ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს. სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ 2015 წელს ჩაერთოდა 2016 წელს ერთ-ერთმა პირველმა წარმატებით გაიარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის / მენეჯმენტის ევროპული მოდელი (EFQM Excelence Model) - "გზა სრულყოფისკენ" ვალიდაცია. 2016 წლის 13 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით შიდა ხარისხის მართვის (EFQM) "სრულყოფის მოდელის" დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის ქობულეთის კოლეჯი "ახალი ტალღა" დაჯილდოვდა და მიენიჭა EFQM-ის პირველი დონის -"სწრაფვა წარმატებისკენ" აღიარება.