კოლეჯი "ახალი ტალღა" თანამშრომლობს რეგიონში არსებულ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
თანამშრომლობის ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად სასწავლო პროცესში ჩართულობა. ძირითადად საწარმოები ჩართული არიან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის განხორციელების კუთხით.
პრაქტიკის მიზანია პროფესიულ სტუდენტებში განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში მათ ადაპტაციას.