კოლეჯის ისტორია

სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" მრავალწლიანი ისტორია აქვს.

სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ქ. ქობულეთში, 1963 წელს დაარსდა საშუალო ტექნიკური პროფესიული სასაწავლებელი. წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა დაწესებულება. მრავალი წარმატებული რეფორმის შედეგად, 2012 წელს, სასწავლებლის ბაზაზე, პირველად ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა კოლეჯი, გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა კოლეჯის "ახალი ტალღა" სტატუსი.
ავტორიზაციის პროცესების პარალელურად იხვეწებოდა სასწავლო პროგრამები, შესაბამისი მატერიალური რესურსები.
2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესებში, ასევე მოდულური პროგრამების პილოტირებაში.
უკვე 2016 წლის რეავტორიზაციის დროს კოლეჯმა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო უფლებამოსილება 29 მოდულური პროგრამების განხორციელების შესახებ.
დღევანდელი მდგომარეობით კოლეჯი ავტორიზირებულია 40 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის 5 დუალური და 3 ინტეგრირებული და 22 პროფესიულ მომზადება/პროფესიულ გადამზადების პროგრამებზე.  კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. კოლეჯს გააჩნია ადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის, საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით  ტრენინგ კურსებს.
კოლეჯი მუდმივად ზრუნავს ხარისხის ამაღლებისათვის. ჩართულია საქართველოში განხორციელბულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. 2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა ქვეყანაში გაიარა ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.
კოლეჯში დასაქმებულია 115 მაღალკვალიფიციური პედაგოგი, რომლთა უმრავლესობა მოწვეულია შესაბამისი ბიზნესიდან, მათი გადამზადება განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა ესტონეთის ქ. ვალგას პროფესიულ სასწვლებელთან და გერმანიის ქ. ბერლინის ბრილატ სავალინის კოლეჯთან. მათთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.
2017-2018 წლებში კოლეჯს გააჩნდა ფილიალი ბათუმში, ხოლო 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა და  2019 წელს გაიხსნა ფილიალი მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ დაბა ხულოში, სადაც ამ ეტაპისათვის ხორციელდება ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
სსიპ კოლეჯის "ახალ ტალღა" საკუთრებაშია ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ # 154-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართი 9104 კვ.მ) და ამ ნაკვეთზე განლაგებული 4 სასწავლო და რამოდენიმე დამხმარე შენობა-ნაგებობა. დ/ხულოს ფილიალი მდებარეობს დ/ხულო შავაძის ქ N3-ში მდებარე პორსართულიან შენობაში.
სულ დაწესებულების ბაზაზე არსებობს 40 სასწავლო ლაბორატორია და 21 აუდიტორია თეორიული სწავლებისათავის. კოლეჯს გააჩნია სასწავლო სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი, ორი სამზარეულო, ორი რესტორანი, სპორტული მოედანი, ასევე გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები (5 ერთეული). კოლეჯი ადაპტირებული შშმ პირებისათვის. (აგებულია სტანდარტული პანდუსები, ლიფტები და ა.შ).